2020-04-27 11:54:46, 8928 ნახვა
ომი უკრაინაში
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში სოფელ ღვანკითიდან კორონავირუსის დიაგნოზით ერთი ახალი პაციენტი შეიყვანეს
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს კორონავირუსის დიაგნოზით ერთი ახალი პაციენტი დაემატა, რომელიც საშუალო ასაკის მამაკაცია.
მამაკაცი კლინიკაში თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითიდან შეიყვანეს.
მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და კორონავირუსი სეროლოგიური კვლევით დაუდასტურდა. პაციენტი თვითიზოლაციაში იყო.
ქუთაისის საავადმყოფოს მთავარი ექიმის, თემურ ნადირაძის თქმით, ამ დროისთვის, კლინიკაში მყოფი 23-ვე პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და დღეს კლინიკას კიდევ ოთხი გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს, რომელთაგან ერთი არასრულწლოვანია.
ავტორი: ექსპრესნიუსი,