2020-04-26 13:14:30, 7535 ნახვა
ომი უკრაინაში
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით 95 წლის ქალი გარდაიცვალა
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით 95 წლის ქალი გარდაიცვალა.
ამის შესახებ ინფორმაციას Sputnik-ი ავრცელებს.
სააგენტოს ინფორმაციით, ქალს კორონავირუსი 11 აპრილს დაუდასტურდა, თუმცა ის თავდაპირველად ჰოსპიტალიზაციაზე უარს აცხადებდა. კლინიკაში კი 20 აპრილს, მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც მისი მდგომარეობა გაუარესდა.
პაციენტს თანმდევი ქრონიკული დაავადებები აღენიშნებოდა. მას ორმხრივი პოლისეგმენტური პნევმონია და მწვავედ გამოხატული ჰიპერტონია ჰქონდა. მას ასევე აღენიშნებოდა თირკმლის ქრონიკული უკმარისობა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,