02:02 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-25 12:02:06, 11371 ნახვა

ომი უკრაინაში
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 112 პაციენტიდან, 3-ის მდგომარეობა მძიმედ რჩება

თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 112 პაციენტიდან, 3-ის მდგომარეობა მძიმედ რჩება. ამის შესახებ, კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, გუშინ კლინიკაში მიიღეს 7 ახალი პაციენტი, რომლებთანაც არ დასტურდება გართულება.

„ამ ეტაპზე კლინიკაში გვყავს 112 პაციენტი, აქედან რეანიმაციულ განყოფილებაში ისევ გვიწევს 8 პაციენტი, დამატებითი შემთხვევა არ გვაქვს, 3-ის მდგომარეობა რჩება მძიმე, 5-ის მდგომარეობა, ამ ეტაპამდე, სტაბილურად რჩება, დანარჩენი პაციენტების ზოგადი მდგომარეობა ამ ეტაპზე, სტაბილურია, 44 პაციენტი გვყავს ორმხირი მწვავე პნევმონიით, მაგრამ უარყოფითი დინამიკის გარეშე. გუშინ მივიღეთ 7 ახალი პაციენტი, რომელთანაც არ დასტურდება ამ ეტაპზე, არანაირი გართულება“, - განაცხადა ლევან რატიანმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics