00:01 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-23 15:21:53, 11055 ნახვა

ომი უკრაინაში
ლევან გოფოძის განცხადებით, რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსისგან პირველი პაციენტი გამოჯანმრთელდა, რომელიც კლინიკას დღეს დატოვებს

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის განცხადებით, რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსისგან პირველი პაციენტი გამოჯანმრთელდა, რომელიც კლინიკას დღეს დატოვებს.

მისი თქმით, პირველადი ტესტირებით კიდევ ერთ პაციენტს აქვს უარყოფითი პასუხი, რომელსაც განმეორებითი ტესტირება დღეს ჩაუტარდება.

„ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს ჩვენს კლინიკას. ასევე მეორე პაციენტზეც მოვიდა პირველი პასუხი უარყოფითი და დღეს განმეორებით ჩავუტარებთ. თუ აქაც უარყოფითი პასუხი იქნება, მაშინ მეორე პაციენტიც დატოვებს კლინიკას ალბათ ხვალ. ნელ-ნელა დავიწყეთ ხალხის გაჯანმრთელება, რაც ძალიან გვახარებს ყველას“, - თქვა გოფოძემ.

როგორც გოფოძემ აღნიშნა, რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამ ეტაპზე, მართვით სუნთქვაზე არცერთი პაციენტი არ იმყოფება.

„ერთი ახალი პაციენტი დაგვემატა გუშინ. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მართვით სუნთქვაზე არც ერთი პაციენტი არ გვყავს კოვიდდადასტურებული, თუმცა ორ პაციენტს სერიოზული პნევმონია აქვს. მათ შორის ერთი ჟანგბადდამოკიდებულია თანმხლები დაავადებებით. ვნახოთ, როგორ წარიმართება მისი მკურნალობა. ამ წუთისათვის შეიძლება შეფასდეს მძიმედ, მაგრამ კრიტიკულად არა“, - აღნიშნა გოფოძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics