16:07 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-21 11:03:14, 7333 ნახვა

ომი უკრაინაში
ბოჭორიშვილის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 24 პაციენტია მოთავსებული, საიდანაც ერთი ე.წ. ბოლნისის კლასტერიდანაა

ბოჭორიშვილის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 24 პაციენტია მოთავსებული, საიდანაც ერთი ე.წ. ბოლნისის კლასტერიდანაა, - ამის შესახებ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მაკა სოლოღაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მისი თქმით, ამ დროისთვის კლინიკაში 54 პაციენტია, რომელთაგან 14-ს კორონავირუსზე კვლევა დღეს ჩაუტარდება.

„ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში, ბოქსირებულ სექტორში მკურნალობს 54 პაციენტი. აქედან ერთი პაციენტი დაგვემატა კოვიდ დიაგნოზით, ერთი კი გაეწერა. შედეგად კვლავ 24 პაციენტი გვყავს დადასტურებული კოვიდ დიაგნოზით. ამ 24 პაციენტიდან კიდევ ერთი პაციენტის გამოჯანმრთელება დადასტურდა და ის გაეწერება. ახალი პაციენტი არის ქვეყნის შიდა გადაცემის. არის შუახნის ქალი და მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ის არის ბოლნისის კლასტერი. 18 წლამდე ასაკის ექვსი პაციენტი გვყავს, რადგან ერთი არასრულწლოვანი გამოჯანმრთელდა.  საბედნიეროდ არასრულწლოვნები თავს ყოველთვის კარგად გრძნობებ. სასულიერო პირის მდგომარეობა არის ზომიერად დამაკმაყოფილებელი, სტაბილური, თუმცა კლავ საყურადღებოებში უნდა მოვისაზროთ. ოთხი პაციენტი საყურადღებო რჩება. კვლევაში ჩასართავად 14 პაციენტი ემზადება“, - განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზაზა ფაჩულია რაჭაში სადმელი ჰესს ააშენებს
მეუფე იობი: ღმერთმა ინებოს, მომავალი პატრიარქის და მეფის ღვაწლით, გამოვიდეთ ამ ჭაობიდან
მერია: 12 აპრილს მეტრო 04:00 საათამდე იმუშავებს, 23:00 საათიდან მგზავრობა უფასო იქნება
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics