|
2020-04-10 19:41:54, 18898 ნახვა
ომი უკრაინაში
მარინა ეზუგბაიას თქმით, მათ კლინიკაში ექვს პაციენტთან საკმაოდ მძიმედ მიმდინარეობს პნევმონია
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, "ძალიან მძიმე პაციენტი დაგვრჩა მხოლოდ ერთი და დანარჩენი ექვსი არის საკმაოდ მძიმედ მიმდინარე პნევმონით". მისი თქმით, იმდენი დღეა სტაბილური მონაცემები ნარჩუნდება ამ ექვს პაციენტთან, რომ მას იმედი აქვს, რომ მათთან უკვე გამოჯანმრთელების საკითხი დადგება. „დღეს დილას ტესტირება ჩატარდა 9 პაციენტთან და ცხრავე შემთხვევაში მივიღეთ ნეგატიური შედეგი. ჩვენთან კორონავირუსით ინფიცირებული ერთი პაციენტი შემოიყვანეს. მძიმე პაციენტების მდგომარეობაც იგივე რჩება. ძალიან მძიმე პაციენტი, როგორც მოგახსენეთ, ახლა დაგვრჩა მხოლოდ ერთი და დანარჩენი ექვსი არის საკმაოდ მძიმედ მიმდინარე პნევმონიით. თუ ამ პაციენტებთან დაავადება პროგრესირებას გააგრძლებს, ამ შემთხვევაში შეიძლება დამძიმდეს, მაგრამ იმდენი დღეა სტაბილიზაცია მიღებული გვაქვს მათთან, რომ იმედი გვქვს, რომ მათთან უკვე გამოჯანმრღთელების საკითხი დადგება“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)