13:07 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-03 12:08:46, 3252 ნახვა

ომი უკრაინაში
ქვემო ქართლის რწმუნებული - იმ ქალის ოჯახში, რომელიც ბანკის კონტაქტს წარმოადგენს, კორონავირუსის შემთხვევა დადასტურდა

ქვემო ქართლის რწმუნებულის, შოთა რეხვიაშვილის თქმით, კორონავირუსის ფაქტი იმ ქალის ოჯახში დადასტურდა, რომელიც ბანკის კონტაქტს წარმოადგენს.

მისი თქმით, ანალიზების ჩასატარებლად გადაყვანილია მათი საჯარო მოხელის მეუღლე და ორი ბავშვი.

„დადასტურდა, რომ ქალბატონთან, რომელიც ბანკის კონტაქტიდან მომდინარეობს, მის ოჯახში დაფიქსირდა მეუღლესთან და შვილთან კორონავირუსის ფაქტი. ოჯახიდან ასევე გადაყვანილი არიან ჩვენი საჯარო მოხელის მეუღლე და ორი ბავშვი. მათ დღეს ჩაუტარდებათ ანალიზები და ალბათ, დღესვე იქნება შესაბამისი პასუხები. როგორც ვიცი, მეუღლეს სიცხე აქვს. შვილებს არ აქვთ სიცხე, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც გადაყვანილნი არიან და არიან იზოლირებულები. ამ კონტაქტებიდან და ფაქტებიდან გამომდინარე გუშინ, პრაქტიკულად 90% წრის, სადაც შესაძლო რისკებია და კომუნიკაციების შესაძლებლობები იყო შესწავლილია და თვითიზოლაციის მკაცრ რეჟიმზე არიან ადამიანები. მათ შორის, იყო კომპანია „მაგთის“ სერვისის მოთხოვნა. მათგანაც 2 ადამიანი თვითიზოლაციაშია. ერთი კი საკარანტინე სივრცეში“, - განაცხადა რეხვიაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, ჯერჯერობით სიტუაცია კონტოლირებადია და პროცესის ხელიდან გაქცევის შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

„ჩვენი საკარანტინე სივრციდან წავიდნენ ადამიანები და დაახლოებით, 50-დან 60 ადგილამდე გვაქვს შესაძლებლობა, იმ შემთხვევისთვის თუ საჭიროება იქნება გავამკაცროთ რეჟიმი და აქვე საკარანტინო დაკვირვება იყოს. პოლიციას აქვს მითითებები, ისინი მკაცრად აკონტროლებენ თვითიზოლაციის რეჟიმს და შესაბამისი კამერებიდან, გარე კონტაქტებიდან კიდევ გვაქვს მოკვლევა იმათი, ვინც შეიძლებოდა ყოფილიყო კონტაქტში ამ ფაქტთან, მათ შორის პირველ ფაქტთან, რომელიც არის ქალბატონი და რომელიც არის მარტოხელა. მას არ აქვს კომუნიკაცია და სადაც იყო ასეთი რისკები შესწავლილია ყველაფერი. ჯერჯერობით რაიმე ისეთი პროგნოზი, რომ ხელიდან გაგვექცა პროცესი არ არის. ყველაფერი მართვადია, არა არსი საჭიროება დამატებითი მკაცრი ზომების მიღების“, - განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანმა გადაწყვიტა, რომ აშშ-სთან ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის ფარგლებში ჰორმუზის სრუტეში გადასასვლელად გადასახადი დააწესოს
ტრამპმა ირანთან ომში ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა. თეირანმა შეერთებულ შტატებზე „დიდი გამარჯვება“ გამოაცხადა.
დიდი ბრიტანეთი ტრამპს აუკრძალავს მისი ბაზების გამოყენებას ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებზე თავდასხმებისთვის
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics