16:17 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-15 11:29:34, 542 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს დღეს იოჰანეს ჰანი ეწვევა

საქართველოს დღეს ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი ეწვევა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  საგარეო უწყებაში გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გიგი გიგიაძის შეხვედრა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან, ელჩთან იანოშ ჰერმანთან. 

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის მიმდინარე პრიორიტეტები მიმოიხილეს.  განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ა.წ. 15-17 იანვარს საქართველოში ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარის იოჰანეს ჰანის ვიზიტის პროგრამის დეტალებს. 

მხარეები შეთანხმდნენ, რომ აქტიურად ითანამშრომლებენ საქართველოში ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარის იოჰანეს ჰანის საქართველოში დაგეგმილი ვიზიტის წარმატებით და ნაყოფიერად განხორცილების უზრუნველსაყოფად.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის სააღდგომო შეთავაზებები
რკინიგზას თბილისი-ქუთაისის მიმართულება დაემატება
ოკუპანტების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
ახალი მოდელები, ფლიტ მენეჯმენტი და B2B მიმართულების გაფართოება - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ 2026 წლის პირველ კვარტალში რეკორდული შედეგები აჩვენა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics