2016-11-07 15:56:11, 1047 ნახვა
კომენტარი
დარჩიაშვილი: სააკაშვილის გადადგომას დღეს არ ველოდი, თუმცა საქმე აქეთ მიდიოდა
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის დავით დარჩიაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ოდესის გუბერნატორობიდან გადადგომას დღეს არ ელოდებოდა, თუმცა საქმე აქეთკენ მიდიოდა.
დარჩიაშვილის განმარტებით, კიევის ხელისუფლების უშუალო მხარდაჭერის გარეშე ოდესაში რეფორმების განხორციელება ძნელი იქნებოდა.
როგორც დარჩიაშვილმა აღნიშნა, სააკაშვილმა დღევანდელი განცხადებით გამოხატა თავისი ოპოზიციური დამოკიდებულება უკრაინაში არსებული სოციალურ-პოლიტიკური სისტემის მიმართ.
„პოროშენკოსთან ვიცი, რომ ძალიან ნორმალური ადამიანური ურთიერთობები ჰქონდა. ეს ერთი პერიოდი ვთქვათ, პოლიტიკურ თანამშრომლობაშიც გადადიოდა”, - განაცხადა დარჩიაშვილმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან