17:32 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-23 14:30:43, 341 ნახვა

პოლიტიკა
თეა წულუკიანი დიდ ბრიტანეთში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი დიდ ბრიტანეთში მცხოვრებ თანამემამულეებს შეხვდა.

სამინისტროს ინფორამციით, შეხვედრას, რომელიც ლონდონში საქართველოს საელჩოში გაიმართა, დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩი რევაზ გაჩეჩილაძე მასპინძლობდა.

შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა. მინისტრმა დიდ ბრიტანეთში მცხოვრებ ქართველებს მათთვის საინტერესო საკითხებზე ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა. ისაუბრეს ვიზალიბერალიზაციის პროცესის მიმდინარეობაზე. თეა წულუკიანმა ქართული დიასპორის წარმომადგენლებს დაწვრილებით აუხსნა საიმიგრაციო პოლიტიკის რეფორმა და აღნიშნა, რომ სხვებს შორის ამ ცვლილებების შედეგად 29 ოქტომბერს წარმატებით დაიხურა ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის პირველი ფაზა და დაიწყო მეორე – იმპლემენტაციის ფაზა. საუბარი შეეხო, ასევე, იუსტიციის სამინისტროს კომპეტენციაში შემავალ სხვა რეფორმებს, ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოსალოდნელ არჩევნებს, საზოგადოებისთვის ინფორმაციის გაცვლისა და მიწოდების გააქტიურების აუცილებლობას და  და სხვა.

შეხვედრა თითქმის  ორ საათს გაგრძელდა. იუსტიციის მინისტრის განცხადებით, მსგავსი ღონისძიებები აუცილებელი და საჭიროა როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის, ისე ქართული დიასპორისთვის.

„მეც დიდხანს ვცხოვრობდი საზღვარგარეთ და ვიცი, რომ გარედან ხშირად ბევრი რამ სხვანაირად ჩანს. ამიტომ ძალიან კარგი და საჭიროა, როცა ინფორმაციას პირველი წყაროდან იღებ. ჩვენი თანამემამულეები საქართველოს შვილები არიან, ისინი გულშემატკივრობენ თავიანთ სამშობლოს და აუცილებელია, ჰქონდეთ სრული ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე პროცესების და სამომავლო გეგმების შესახებ“,  − აღნიშნა თეა წულუკიანმა.

შეხვედრას ასევე მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე ესწრებოდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
ზაზა ფაჩულია რაჭაში სადმელი ჰესს ააშენებს
მეუფე იობი: ღმერთმა ინებოს, მომავალი პატრიარქის და მეფის ღვაწლით, გამოვიდეთ ამ ჭაობიდან
მერია: 12 აპრილს მეტრო 04:00 საათამდე იმუშავებს, 23:00 საათიდან მგზავრობა უფასო იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics