2015-02-12 18:20:32, 338 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი თურქმენეთის ელჩს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს თურქმენეთის ელჩს საქართველოში დოვლეტმირატ მურატოვს შეხვდა.
პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილმა და დოვლეტმირატ მურატოვმა საქართველოსა და თურქმენეთს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობის შესახებ ისაუბრეს და ყურადღება ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივაზე გაამახვილეს.
საუბარი ასევე შეეხო ერთობლივი ეკონომიკური პროექტების განვითარების მნიშვნელობასაც.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან