00:10 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-11 12:39:29, 340 ნახვა

პოლიტიკა
სუბარი: გამაოგნა "რუსთავი2"-ის წამყვანის მცდელობამ, ვაზაგაშვილის მკვლელი როგორმე გაემართლებინა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინსიტრმა სოზარ სუბარმა ტელეკომპანია "რუსთავი2" უარყოფით კონტექსტში მოიხსენია.
გადაცემა "არჩევანში" გუშინ ზურაბ ჟვანიასა და  ვაზაგაშვილების საქმეებზე გაჟღერებულ გარემოებებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე პასუხისას სუბარმა განაცხადა, რომ ის წამყვანის მოქმედებამ გააოგნა, რომელიც მინისტრის შეფასებით, ვაზაგაშვილის მკვლელის გამართლებასა და ზურაბ ჟვანიას პიროვნების დისკრედიტაციას სცდილობდა.
"გოგლა ჟვანიამ წუხელ რაც ილაპარაკა,  ამაზე ვერაფერს დავამატებთ, ამაში სიახლე არაფერი ყოფილა.  ბოდიშს ვიხდი ამისთვის ჟურნალისტებთან ზოგადად, რუსთავი2-თან განსაკუთრებით,  ნუ ჩამითვლით ამას ჟურნალისტებთან ნეგატიურ დამოკიდებულებაში, მე  გამაოგნა წამყვანის მცდელობამ, როგორმე გაემართლებინა გადაცემის პირველ ნახევარში ვაზაგაშვილის მკვლელი და ყველა მისი სიტყვა,  ციტატა,  მინიშნება ამაზე იყო მიმართული და მეორე ნახევარში როგორ მოეხდინა ზურაბ ჟვანიას სიკვდილის მცდელობა და მთელი მისი ჩაკითხვები მიმართული იყო აქეთკენ, რომ აბა კიდევ  როგორ მოვახდინოთ ამ ადამიანის დისკრედიტაცია. საქმე იყო გაყალბებული და ამ გაყალბებაში მთელი სახელისუფლებო ვერტიკალი მონაწილეობდა",-განაცხადა სოზარ სუბარმა.
ამასთან, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ დიდი იმედი აქვს, ზურაბ ჟვანიას საქმეზე გამოძიება თავის სათქმელს იტყვის.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics