17:59 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-14 16:46:55, 1860 ნახვა

სამხედრო
ნატოს გაერთიანებული ძალების სარდლობის ექსპერტთა ჯგუფმა ლოჯისტიკის სპეციალისტებს ლექცია ჩაუტარა

თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფის ლოჯისტიკის წამყვანმა სპეციალისტებმა ნატოს პროგრამაში LOGFAS მუშაობა და ნატოს სტანდარტებით ლოჯისტიკური დაგეგმვა შეისწავლეს.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ლოჯისტიკოსებს ლექცია-სემინარები ნატოს გაერთიანებული ძალების სარდლობის ექსპერტთა ჯგუფმა და საქართველოს თავდაცვის ძალების J-4 ლოჯისტიკის დაგეგმვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ჩაუტარეს. 

ლექციის მთავარ მიზანს ნატოს გაერთიანებული ოპერაციების წარმოებისას ლოჯისტიკური დაგეგმარების პროცესის ერთიანი სისტემით განხორციელება წარმოადგენდა. LOGFAS ნატოს ფუნქციონალურ სფეროთა მომსახურების ელექტრონული პროგრამა და მთავარი ლოჯისტიკური დაგეგმვის ინსტრუმენტია, რომელსაც ამჟამად ნატო დაგეგმვის პროცესში იყენებს. 

ალიანსის რეკომენდაციაა, აღნიშნული პროგრამა მეგობარი ქვეყნების შეიარაღებულ ძალებშიც დაინერგოს. საქართველოს თავდაცვის ძალებში ამ სისტემის გამოყენება კიდევ უფრო გაამარტივებს ლოჯისტიკური დაგეგმვის პროცესს და ხელს შეუწყობს ნატოსთან თავსებადობის ზრდას.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოსკოვში, ოპოზიციურ Новая газета-ს ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს
კაცი, რომელსაც პარლამენტთან პოლიციამ ბორკილები დაადო, ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული
ოპოზიციის ალიანსი: 9 აპრილი სიმბოლოა, რომ ქართველები თავისუფლებისთვის ბრძოლას არ შეწყვეტენ
მაგთიკომი: ინტერნეტის გათიშვა გლობალურ ქსელზე შექმნილმა პრობლემამ გამოიწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics