17:57 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-04 14:37:19, 390 ნახვა

პოლიტიკა
სახალხო დამცველი მასალების გადაცემამდე ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმის შეფასებისგან თავს იკავებს

სახალხო დამცველის აპარატს ე.წ. კორტებთან ჩატარებული სპეცოპერაციის საქმის მასალები ჯერ არ გადასცემია. ამის შესახებ ომბუდსმენმა უჩა ნანუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. შესაბამისად, სახალხო დამცველი პროკურატურის მიერ გავრცელებული ვერსიის შეფასებისგან თავს იკავებს.
"ჯერჯერობით ამ საქმესთან დაკავშირებით არანაირი მასალა არ გვაქვს. განვაცხადეთ, რომ ამ პროცესში ვიქნებოდით ჩართული, რათა საქმის მიმდინარეობას  თვალყური ვადევნოთ. როცა  დეტალური იფორმაცია გვექნება, გარკვეული დასკვნების გაკეთებაც მაშინ შეგვეძლება. ჯერჯერობით,  პროკურატურის მიერ გავრცელებულ ვერსიაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. მთავარია,  გამოძიება, რომლის მოთხოვნაც წლების განმავლობაში იყო, დაწყებულია. დნარჩენი გამოჩნდება, თუ  რამდენად არის პროკურატურის ვერსია კონკრეტული მტკიცებულებებით გამყარებული".-განაცხადა უჩა ნანუაშვილმა და აქვე დასძინა, რომ  ე.წ. კორტების სპეცოპერაციის  საქმეზე დაკავებული 11 პირის ნებისმიერ შეტყობინებაზე რეაგირებას მოახდენს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვში, ოპოზიციურ Новая газета-ს ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს
კაცი, რომელსაც პარლამენტთან პოლიციამ ბორკილები დაადო, ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული
ოპოზიციის ალიანსი: 9 აპრილი სიმბოლოა, რომ ქართველები თავისუფლებისთვის ბრძოლას არ შეწყვეტენ
მაგთიკომი: ინტერნეტის გათიშვა გლობალურ ქსელზე შექმნილმა პრობლემამ გამოიწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics