17:47 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-12 23:52:06, 1785 ნახვა

სხვადასხვა
უკრაინაში პუტინის ნათლიად წოდებული ვიქტორ მედვეჩუკი დააკავეს

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ტელეგრამის არხზე სამშაბათს საღამოს უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ტელეგრამის არხზე გამოჩნდა უმაღლეს რადას დეპუტატისა და "პუტინის ნათლია" ვიქტორ მედვედჩუკის ფოტო.

"სპეციალური ოპერაცია ჩატარდა SBU-ის წყალობით. კარგია! დეტალები მოგვიანებით", - ნათქვამია წერილში, სადაც მედვედჩუკი იჯდა სამხედრო ფორმაში ხელბორკილებით.

18 მარტს უკრაინის გამოძიების სახელმწიფო ბიურომ განაცხადა, რომ უკრაინის სასამართლომ დაუშვა მედვედჩუკის დაკავება.

თებერვლის ბოლოს მედვედჩუკის ადვოკატმა ლარისა ჩერედნიჩენკომ განაცხადა, რომ მან დატოვა სახლი კიევში, მაგრამ დარჩა ქალაქში. მას შინაპატიმრობა 10 მარტს ამოეწურა.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ვერ იტყვის რამდენად შეესაბამება ეს ფოტო ნამდვილს.

”მე ვნახე მედვედჩუკის ფოტო. რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს, ვერ ვიტყვი. არასწორი იქნებოდა რაიმეს თქმა ყოველგვარი დადასტურების გარეშე“, - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.

მედვედჩუკი სადღეღამისო შინაპატიმრობაში იმყოფებოდა სახელმწიფოს ღალატისა და ტერორისტული საქმიანობის მხარდაჭერის ბრალდებით, მაგრამ მოგვიანებით მას სასჯელის ზომა შეუცვალეს. 26 თებერვალს გენერალურმა პროკურატურამ ნაციონალურ პოლიციას დაავალა, შეემოწმებინა, იყო თუ არა მედვედჩუკი მისამართზე, სადაც ის შინაპატიმრობაში იმყოფებოდა. მაგრამ მედვედჩუკი ადგილზე არ აღმოჩნდა.

ვიქტორ მედვედჩუკი, რომელიც პარტიის „ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცხლისათვის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეა, არის უკრაინელი პოლიტიკოსი, რომელსაც მჭიდრო პირადი ურთიერთობები აკავშირებს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანი საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევად იყენებს -Fox news გამოძიება
ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics