17:46 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-04 22:21:47, 1158 ნახვა

სხვადასხვა
ევროკავშირი გამომძიებლებს გაგზავნის უკრაინაში ომის დანაშაულების დასაბუთებისთვის

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა თქვა, რომ ევროკავშირი მზად არის გამოგზავნოს გამომძიებელთა ერთობლივი ჯგუფები ევროპოლიდან და Eurojust-დან (ევროკავშირის სააგენტო, რომელიც სასამართლო სისტემასთან არის დაკავშირებული) უკრაინაში ომის დანაშაულების დოკუმენტაციისთვის.

ამის შესახებ მან ტვიტერზე დაწერა მას შემდეგ, რაც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრა „ბუჩაში და უკრაინის სხვა ადგილებში მშვიდობიანი მოსახლეობის სასტიკი მკვლელობების შესახებ“.

გამომძიებლები სამუშაოს კოორდინაციას გაუწევენ უკრაინის გენერალურ პროკურორთან.

კიევის მახლობლად, ბუჩას ქუჩებში სამოქალაქო პირების ცხედრების ფოტოებმა და ვიდეოებმა გამოიწვია საერთაშორისო საზოგადოების შოკი და აღშფოთება და დაგმო რუსული ჯარების ქმედებები, რომლებსაც ადანაშაულებენ ამ მკვლელობებში. კრემლის რეაქცია პროგნოზირებადი იყო: „ყალბი“, „დადგმა“, „პროვოკაცია“ უწოდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანი საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევად იყენებს -Fox news გამოძიება
ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics