2021-11-28 20:13:30, 2467 ნახვა
სხვადასხვა
ჩეხეთის კოვიდინფიცირებულმა პრეზიდენტმა ახალი პრემიერი მინის ყუთიდან დანიშნა
ჩეხეთის პრეზიდენტმა მილოშ ზემანმა ოპოზიციის ლიდერი პეტრ ფიალა პრემიერ-მინისტრად დანიშნა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ცერემონია პრეზიდენტის რეზიდენციაში უსაფრთხოების უმკაცრესი ზომების დაცვით ჩატარდა, რადგან ზემანს კორონავირუსი დაუდგინდა. ჩეხეთში მოქმედი რეგულაციების მიხედვით კი კოვიდინფიცირებულები ვალდებულები არიან ორკვირიანი იზოლაცია დაიცვან. ზემანი დარბაზში მედპერსონალმა შეიყვანა, მათ დამცავი ეკიპირება ეცვათ. სივრცეს, სადაც პრეზიდენტი მოათავსეს დარბაზისგან გამჭვირვალე მინა ყოფდა.
77 წლის პრეზიდენტი მწეველია, წარსულში კი ალკოჰოლის აქტიური მომხმარებელია. მას დიაბეტი აქვს. ზემანი ეტლით გადაადგილდება.
ავტორი: ექსპრესნიუსი,