2021-10-29 20:25:40, 3410 ნახვა
სხვადასხვა
მეთოჯინისგან შექმნილი ულამაზესი სათამაშოები - ფოტოები
თეა ჯიქირბა არის თვითნასწავლი მეთოჯინე, რომელიც ულამაზეს თოჯინებს ქმნის. თოჯინებს იგი თექიდან და ფერადი ძაფებიდან აკეთებს. ამბობს, რომ ბავშვობაში ბებომ ასწავლა ქსოვა და ფანტაზიის დახმარებით ფერად ფერადი თოჯინები მის თაროებზე იკავებენ ადგილს.
თეას თოჯინები გამძლე ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან მზადდება და ბავშვებისთვის სრულიად უსაფრთხოა, ეს ფაქტორი კი მნიშვნელოვანია დღეს, როცა სხვადასხვა სათამაშოებში დიდი ოდენობით ტყვია და სხვა მომწამლავი ნივთიერებებია გარეული.
გთავაზობთ თეას თოჯინების ფოტოებს, ხოლო თუ დაგაინტერესებთ შეგიძლიათ თავად მეთოჯინეს დაუკავშირდეთ ნომერზე 568637376 და თქვენთვის სასურველი თოჯინა შეარჩიოთ. თეა ფოსტის დახმარებით ნებისმიერ წერტილში მოგაწვდით მის მიერ შექმნილ სათამაშოებს.




















ავტორი: ექსპრესნიუსი,