12:25 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-01 21:09:03, 15596 ნახვა

ევროპის ამბები
ილია მეორე - მქონდა ხილვა მოვიდა ბავშვი და მიჩვენა მე საშუალება, რომლითაც დავძლევთ ამ ბოროტებას

"მე მქონდა ხილვა. ცხენზე მჯდომმა ადამიანმა გადამიფრინა ჰაერში, ცეცხლისფერმა და ჩაქრა. მერე მოვიდა ჩემთან ბავშვი და მიჩვენა მე საშუალება, რომლითაც დავძლევთ ამ ბოროტებას. მან დაანერწყვა მიწას, აზილა თითით და წაისვა შუბლზე. ეს იყო ნიშანი, რომ ღვთის ძალით და ჯვრის ძალით ადამიანი გაიმარჯვებდა ამ სენზე. -  ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ შენდობის ლოცვის დასრულების შემდეგ ქადაგებისას განაცხადა.

ილია მეორემ კორონავირუსთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ არ უნდა შეგვეშინდეს, ადამიანი ამ სენს დაძლევს.

„ ჩვენ დიდ ყურადღებას ვაქცევთ იმ მოვლენებს, რომელიც დღეს ხდება, ის სენი, რომელიც წარმოიშვა მთელს მსოფლიოში, რომელსაც ეწოდება კორონავირუსი. საიდანაა, ღვთისგანაა, თუ ბოროტისგან, ერთი რამ მინდა ვთქვათ, რომ ღვთის გარეშე ეს არ მოხდებოდა. და ღვთის ლოცვითა და კურთხევით ჩვენ დავძლევთ ამ სენს. მე მქონდა ხილვა, ცხენზე მჯდომმა ადამიანმა გადამიფრინა ჰაერში, ცეცხლისფერმა და ჩაქრა. მერე მოვიდა ჩემთან ბავშვი და მიჩვენა მე საშუალება, რომლითაც დავძლევთ ამ ბოროტებას. მან დაანერწყვა მიწას, აზილა თითით და წაისვა შუბლზე. ეს იყო ნიშანი, რომ ღვთის ძალით და ჯვრის ძალით ადამიანი გაიმარჯვებდა ამ სენზე. არ უნდა შეგვეშინდეს, არ უნდა დაიბნეს ადამიანი. საქართველოს ეკლესიის სახელით მადლობას ვწირავ მედიცინის მუშაკებს, რომ ასე ენერგიულად შეხვდნენ ამ სენს და გამონახეს გზები მისი გაძლებისთვის. ღმერთმა დალოცოს საქართველო და მთელი მსოფლიო“ ,- განაცხადა ილია მეორემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კახა კალაძე აშშ-ის დელეგაციის ვიზიტზე: ოპტიმისტური მოლოდინები გვაქვს, ჩვენ მზად ვართ ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები ოცნებას, საპატრიარქოს და ომბუდსმენს მიმართავენ
ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე მარნეულის მერის ძმა დააკავეს
The Times: ირანის უზენაესი ლიდერი მოჯთაბა ხამენეი უგონო მდგომარეობაშია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics