21:51 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-01 20:25:49, 666 ნახვა

სხვადასხვა
ფიროსმანის შედევრი ბიძინა ივანიშვილმა შეიძინა

ფიროსმანის "არსენალის მთა ღამით" ეკატერინე ხვედელიძემ და ბიძინა ივანიშვილმა შეიძინეს. 

შედევრი ივანიშვილმა 1,5 მლნ დოლარად შეიძინა.

„საქართველოს უბრუნდება ნიკო ფიროსმანის ნახატი „არსენალის მთა ღამით”, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა გუშინ კრისტის აუქციონზე მილიონ-ნახევარ დოლარად შეიძინა", - ნათქვამია საზოგადოება „2030-ის" facebook-ის გვერდზე.

ნახატი პირველად 2003 წელს, Sotheby's-ს აუქციონზე 1,8 მლნ დოლარად გაიყიდა, მეორედ კი MacDougall's-ის სახვითი ხელოვნების აუქციონზე - 1,672,542 დოლარად.

„არსენალის მთა ღამით" რისტის აუქციონზე რუსულ სექციაში იყო წარმოდგენილი. 

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ქართული ტილოები აუქციონებზე რუსულ სექციებში ხვდება. კრისტისა და სოტბის აუქციონებზე ქართველი მხატვრების, დავით კაკაბაძის, გიგო გაბაშვილისა და ლადო გუდიაშვილის ნამუშევრები რუსულ სექციაში იყო წარმოდგენილი. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ყოფილი პრემიერი ნოღაიდელი - მიწაზე მცოცავი სააკაშვილი მე ვერ მიწოდებს მოღალატეს
ივანიშვილმა და ალიევმა ენერგეტიკისა და ლოჯისტიკის სფეროში პარტნიორობა განიხილეს
12-13 აპრილს თბილისის სასაფლაოების მიმართულებით უფასო ავტობუსები იმოძრავებენ
ბიძინა ივანიშვილმა ილჰამ ალიევი ბიზნესცენტრში მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics