11:19 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-11 18:38:52, 2075 ნახვა

სპორტი
ზაზა სარალიძე - ზვიად კუპრავასთვის პატიმრობის შეფარდება წინასწარ განზრახული ქმედებაა

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ზვიად კუპრავას და მასთან ერთად დაკავებულ 3 პირს 14 დღიანი პატიმრობა შეეფარდათ,  ზაზა სარალიძე მიზანმიმართულ ქმედებად აფასებს.

მისი თქმით, წინასწარ იყო განზრახული, რომ კუპრავა და მისი მეგობრები აქციებს ვერ დასწრებოდნენ.

მისივე თქმით, იმ პოლიციელების წინააღმდეგ, ვინც კუპრავას და სხვების დაკავების გადაწყვეტილება მიიღეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენინსპექციას მიმართავს, მანამდე კი პარლამენტში საგამოძიებო კომისიის წარმომადგენლებს შეხვდება.

„ეს იყო წინასწარ დაწერილი ყველაფერი. განაჩენიც წინასწარ იყო გათვლილი. მიზანი არის კუპრავას და ჩემი მეგობრების დისკრედიტაცია, რომ ისინი ვეღარ დაესწრონ აქციას",- განაცხადა სარალიძემ. 

შეგახსენებთ, რომ ზვიად კუპრავა, ლაშა ცუცქირიძე და კიდევ 2 პირი დღეს დილით დააკავეს. როგორც შსს-მ განაცხადა, ისინი წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე დააკავეს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნონა ქურდოვანიძე გრანტების კანონში მორიგ ცვლილებებზე განმარტებას აკეთებს
JPost: რუსეთმა ირანს ისრაელის ენერგოობიექტების სია გადასცა
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
ბაზისბანკის მობაილბანკის განახლებები, უფრო კომფორტული და თანამედროვე ციფრული გამოცდილებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics