14:22 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-11 11:50:00, 638 ნახვა

ეკონომიკა
20 ათასზე მეტ გადასახადის გადამხდელ პირს საგადასახადო დავალიანება ჩამოეწერება

ფინანსთა სამინისტროს მიერ ინიცირებული ცვლილებათა პაკეტის მიხედვით, 20 000-ზე მეტ გადასახადის გადამხდელ პირს საგადასახადო დავალიენბა ჩამოეწერება და მისი გადახდა აღარ მოუწევს.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩამოსაწერი საგადასახადო დავალიანებისთვის ჯამში 1 მილიარდი ლარია გათვალისწინებული.

მათივე ცნობით, აღნიშნული ცვლილებათა პაკეტი ძალაში 2014 წლის 25 დეკემბერს შევიდა, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა იმ გადამხდელთა კატეგორიები, რომლის შესაბამისად ისინი ჩამოწერას დაექვემდებარა: 2005 წლის პირველ იანვრამდე წარმოშობილი და ამ ქვეპუნქტის ამოქმედებამდე გადაუხდელი საგადასახადო დავალიანების თანხა, თუ პირს თანხის ჩამოწერამდე აქტივობები არ უფიქსირდება; 2009 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილ აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაზე დარიცხული საურავი და 2009 წლის 1 იანვრამდე დარიცხული აღიარებული ჯარიმა, აღიარებული გადასახადის თანხის გადახდის პირობით, თუ პირს თანხის ჩამოწერამდე აქტივობები არ უფიქსირდება; საკონტროლო სალარო აპარატების გამოყენების წესების დარღვევისთვის ფიზიკური პირისათვის 2013 წლის პირველ იანვრამდე დაკისრებული და ამ ნომრის ამოქმედებამდე გადაუხდელი ჯარიმა.

დღეის მდგომარეობით, აღნიშნული ინიციატივის მიხედვით, 3612 გადასახადის გადამხდელს ჯამში 334 315 514 .10 ლარის ოდენობის საგადასახადო დავალიანება უკვე  ჩამოეჭრათ.

ასევე, იგეგმება ფინანსთა სამინისტროს მიერ დაანონსებული 1 მილიარდი ლარის კიდევ უფრო გაზრდა იმ შემთხვევაში, თუ საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის თაობაზე მოქალაქეთა ინდივიდუალური მიმართვის განცხადებები დაფიქსირდება,  რადგან შემოსავლების სამსახურს აქვს უფლებამოსილება საგადასახადო დავალიანება ჩამოწეროს, როგორც სისტემური დათვალიერების საფუძველზე, ასევე მოქალაქეთა პირადი მომართვის საფუძველზეც.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თურნავა: თუ იმედის ბანკის შექმნაზე განაცხადი შემოვა, განვიხილავთ
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ - ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ეროვნული ბანკი სესხზე პროცენტის გაზრდას განიხილავს
ნიკა სიმონიშვილი გრანტების კანონში მორიგ ცვლილებებზე განმარტებას აკეთებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics