14:15 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-23 09:29:39, 1424 ნახვა

მსოფლიო
უკრაინელებმა რუსეთის ლენინგრადის ოლქში პრიმორსკის პორტს დაარტყეს

უკრაინელებმა რუსეთის ლენინგრადის ოლქში პრიმორსკის პორტს დაარტყეს. - ამის შესახებ, რუსეთის ფედერაციის ლენინგრადის ოლქის გუბერნატორი ალექსანდრე დროზდენკომ განაცხადა.

მისი ინფორმაციით,  მასშტაბური დრონით თავდასხმის, დაზიანდა საწვავის ავზები და პრიმორსკის პორტში ხანძრისგაჩნდა.

 Telegram-ის არხი Astra წერს, რომ თავდასხმის შედეგად გაჩნდა ხანძარი. მეხანძრე-მაშველები ცეცხლის ჩაქრობას ამ დრომდე ცდილობენ.

დროზდენკომ განაცხადა, რომ 22 მარტის საღამოდან რუსეთის საჰაერო თავდაცვისა და ელექტრონული საბრძოლო სისტემების მიერ, სავარაუდოდ, 35 დრონი განადგურდა რუსეთის ფედერაციის ლენინგრადის ოლქის თავზე.

„პრიმორსკის პორტში საწვავის ავზი დაზიანდა, რამაც ხანძარი გამოიწვია. ხანძრის ჩაქრობის სამუშაოები გრძელდება და პერსონალი ევაკუირებულია“. - თქვა გუბერნატორმა.

პრიმორსკის პორტი რუსეთში ერთ-ერთი უდიდესი საექსპორტო ნავთობტერმინალია. უკრაინული მედია წერს, რომ აფეთქებების ხმა ისმოდა ოკუპირებულ დონეცკსა და სმოლენსკშიც.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სააკაშვილი რაფალიანცის და ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობას ივანიშვილს უკავშირებს
სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევება არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევა - საია
პროდუქტების ჩამონათვალი რომელიც პატიმრების ახლობლებს შეუძლიათ ციხეებში სააღდგომოდ შეიტანონ
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics