00:43 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-23 11:16:39, 698 ნახვა

რეგიონი
ზუგდიდის გამგეობასა და საიას შორის მემორანდუმი გაფორმდა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ედიშერ თოლორაიამ და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელმა ნინო ხუბუამ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

როგორც „ექსპრესნიუსს“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს,  თანამშრომლობის ფარგლებში მუნიციპალიტეტის გამგეობა და ახალგაზრდა იურისთა ასოციაცია ერთობლივად, პროექტის ფარგლებში მოქალაქეთა აქტიურ ჩართულობას თვითმართველობის სქმიანობის პროცესში ტერნინგებსა და შეხვედრებს გამართავს.

მათივე ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის გამგეობა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან ერთად პროექტს „მოქალაქეთა ჩართულობა – ეფექტური თვითმმართველობისთვის“ იწყებს.

პროექტის მიზანია ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მოქალაქეთა ინფორმირება და მონაწილეობის გაზრდა ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში.

პროექტის ფარგლებში იგეგმება სხვადასხვა სახის აქტივობების ჩატარება. მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლება, მოქალაქეთა პრობლემების ადვოკატირება, მოქალაქეთა გააქტიურება და მათი როლის გაზრდა ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში, სოფლის კრებებზე დასწრება და ერთდღიანი სასწავლო კურსები მუნიციპალიტეტში მცხოვრებთათვის.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
ბაზისბანკის მობაილბანკის განახლებები, უფრო კომფორტული და თანამედროვე ციფრული გამოცდილებისთვის
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში მოსწავლეებისთვის ტრივიას ახალი სეზონი დაიწყო
თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics