13:54 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-22 15:21:39, 479 ნახვა

პოლიტიკა
იური ვაზაგაშვილის საქმეზე პარლამენტში შესაძლოა, დახურული სხდომა ჩატარდეს

პარლამენტში, შესაძლოა, პროკურატურის წარმომადგენლები დაიბარონ.ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა იური ვაზაგაშვილის  საქმეზე  დახურული სხდომის ჩატარების საკითხი დააყენა. ქუცნაშვილის თქმით, პროკურატურის წარმომადგენლებისგან  მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღება სურს.
"მე ვიცი ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობაში  მთავარი მოწმე ვინ არის,  სად იმყოფება და რა ინფორმაციას ფლობს და ვიცი,  რომ  ეს ინფორმაცია მთავარმა პროკურატურამაც იცის. მაინტერესებს, ისე როგორც აინტერესებს საქართველოს მოქალაქეებს, თუ რატომ დასჭირდა 2 წელი და იური ვაზაგაშვილის  მკვლელობა იმისათვის, რომ ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობა მისული იყო გახსნის ეტაპამდე. ვალდებული ვართ, განვახორციელოთ საპარლამენტო კონტროლი. ამიტომ,  მე დღეს დავსვი საკითხი დახურული სხდომის ჩატარებასთან დაკავშირებით",-განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.
ცნობისთვის, იური ვაზაგაშვილი 2 დღის წინ, სოფელ ყარაფილაში საკუთარი შვილის საფლავზე გარდაცვლილი იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით,  ის ააფეთქეს. დამნაშავის გამოსავლენად აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის საელჩო: ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულებს
ბექა დავითულიანი ქალ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა
ირანის სახელმწიფო მედია: ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics