14:03 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-02 11:54:22, 508 ნახვა

ეკონომიკა
ნოდარ ხადური აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს ყოველწლიურ შეკრებაში მიიღებს მონაწილეობას

2-3 მაისს, ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ნოდარ ხადური მონაწილეობს აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს ყოველწლიურ, რიგით 48-ე შეკრებაში, რომელიც წელს აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში იმართება.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ფორუმში მონაწილეობს 3 ათასზე მეტი მონაწილე. მათ შორის არიან ფინანსთა მინისტრები, ცენტრალური ბანკების მმართველები, ინვესტორები, ბიზნესმენები, საზოგადოების წარმომადგენლები.

ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები, რომლის დროსაც ნოდარ ხადური შეხვდება აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს ტაკეჰინო ნაკაოს (Nakao), აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურ დირექტორს კლაუს გერჰოიზერს. შეხვედრებზე განიხილება საქართველოში აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერილი პროექტების მიმდინარეობა და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები.

ბაქოში ფინანსთა მინისტრი ასევე შეხვდება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციის ხელმძღვანელს. კერძოდ, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) ვიცე-პრეზიდენტს, ქეი იანაგისავას.

ვიზიტის ფარგლებში იგეგმება ფინანსთა მინისტრის შეხვედრები საინვესტიციო კომპანიების წარმომადგენლებთან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
პუტინის რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ ახალ მინიმუმამდე დაეცა
„სრულიად დაბლოკილია“. Telegram-ის დაბლოკვის მაჩვენებელმა რუსეთში თითქმის 100%-ს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics