13:58 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-05 01:08:45, 8183 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინული დრონები სარატოვში სამიზნეებს ესხმიან თავს

უკრაინული დრონები კვლავ ესხმიან თავს სარატოვში მდებარე სამიზნეებს, ადგილობრივი წყაროები კი სარატოვსა და მეზობელ ენგელსში ელექტროენერგიის გათიშვის შესახებ იუწყებიან.

„სარატოვსა და ენგელსში უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმის საფრთხის ფონზე ელექტროენერგიის მასიური გათიშვა მოხდა“, - იუწყება Telegram-ის საინფორმაციო არხი „Saratov Online“.

თავდასხმის შედეგების შესახებ დადასტურებული ინფორმაცია ჯერ არ არსებობს.

უკრაინული OSINT რესურსები აქვეყნებს ადგილობრივი სოციალური მედიის მომხმარებლების მიერ გადაღებულ ვიდეოებს, რომლებზეც ჩანს აფეთქებები ცასა და მიწაზე, ასევე დრონების ფრენის ხმები.

რუსული მონიტორინგის არხებიც ადასტურებენ თავდასხმას. გუბერნატორმა რომან ბუსარგინმა ადრე გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა რეგიონში.

როსავიაციამ გამოაცხადა სარატოვის, ასევე პენზას, ვოლგოგრადის, ულიანოვსკისა და სამარას აეროპორტების დახურვის შესახებ. ყველა ეს ქალაქი, პენზას გარდა, მდინარე ვოლგაზე მდებარეობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანმა გადაწყვიტა, რომ აშშ-სთან ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის ფარგლებში ჰორმუზის სრუტეში გადასასვლელად გადასახადი დააწესოს
ტრამპმა ირანთან ომში ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა. თეირანმა შეერთებულ შტატებზე „დიდი გამარჯვება“ გამოაცხადა.
დიდი ბრიტანეთი ტრამპს აუკრძალავს მისი ბაზების გამოყენებას ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებზე თავდასხმებისთვის
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics