2016-10-28 18:07:44, 843 ნახვა
რეგიონი
თურქეთის საკონსულო სარფის საბაჟოზე ტერორისტის დაკავებას უარყოფს
თურქეთის საკონსულო სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე, თურქი სამართალდამცველების მიერ თვითმკვლელი ტერორისტი ქალის დაკავების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს, - ამის შესახებ თურქული მედია იუწყება.
ადგილობრივ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თურქეთში დააკავეს პირი, რომელსაც შაჰიდის ქამარი ეკეთა.
როგორც თურქული მედია წერს, აღნიშნული ინციდენტის გამო საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე მოქალაქეებისა და ტრანსპორტის მიმოვსლა შეჩერდა.
საქართველოში თურქეთის საელჩოს ცნობით, მედიაში გავრცელებული ინფორმაცია ტერაქტის აღკვეთასთან დაკავშირებით, სიმართლეს არ შეესაბამება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან