14:40 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-13 21:29:03, 356 ნახვა

საზოგადოება
მსჯავრდებული ქალბატონი ძუძუს კიბოსთან ბრძოლის კოალიციის წევრი გახდა

თბილისის საკრებულოს დარბაზში ძუძუს კიბოს დამიზნებითი თერაპიის ხელმისაწვდომობის მხარდამჭერი საინფორმაციო კამპანიის „სამიზნე სიცოცხლისთვის“ ფარგლებში, კოალიცია „ევროპა დონა საქართველო“-ს ორგანიზებით  ქეთი კავალსკის ფოტოების გამოფენა გაიმართა.

გამოფენაზე  იმ ქალბატონების ფოტოები წარმოადგინეს, რომლებიც დღეს ძუძუს კიბოს დასამარცხებლად იბრძვიან.

ღონისძიებას სასჯელაღსრულების N5 დაწესებულების ძუძუს კიბოთი დაავადებული მსჯავრდებული ქალბატონი დაესწრო, რომელიც საღამოზე ძუძუს კიბოსთან ბრძოლის კოალიციის „ევროპა დონა საქართველო“-ს საპატიო წევრად აირჩიეს და შესაბამისად, კოალიციის მხრიდან უფლებამოსილია  დაავადების შესახებ ინფორმაცია(პრევენციული ღონისძიებები, თავის დაცვა)   მსჯავრდებულებს გააცნოს.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ყოველთვის თანადგომას უცხადებს მსჯავრდებულ ქალბატონებს, სთავაზობს მათ მრავალმხრივ სამედიცინო მომსახურებას, მათ შორის ძუძუს კიბოთი დაავადებულ მსჯავრდებულებს, რომელთაც სახელმწიფო სრულ მკურნალობას უფინანსებს.

სასჯელაღსრულების სამინისტრო იზიარებს სლოგანს - „ძუძუს კიბო განაჩენი არ არის!“ და უერთდება მოცემულ აქციას რომლის მიზანსაც წარმოადგენს საზოგადოების ინფორმირება ძუძუს კიბოს დამიზნებითი თერაპიის ეფექტურობისა და მისი ხელმისაწვდომობის გაზრდის მხარდამჭერი კამპანიის შესახებ.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბუშის ინსტიტუტის დირექტორი: ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა ნაკლებად სავარაუდოა
2025 წელს საქართველოში გაზის გაჟონვისა და აფეთქებების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა
CNN: ჩინეთი ირანისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას უახლოეს კვირებში გეგმავს
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებას 21 აპრილს განიხილავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics