12:02 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-05 11:01:13, 364 ნახვა

საზოგადოება
დევნილთა საარსებო წყაროების განფასებული სამოქმედო გეგმის განხილვა გაიმართება

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში, დევნილთა საარსებო წყაროების სტრატეგიის განხორციელების სრულად განფასებული 2015-2016 წლების სამოქმედო გეგმის განხილვა გაიმართება.  

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, სამინისტრო მიმართავს ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს, აქტიურად ჩაერთონ  აღნიშნული სამოქმედო გეგმის განხილვაში. 

„სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის პროცესში მნიშვნელოვანია, ყველა იმ საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის მონაწილეობა,  რომლებსაც დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის დიდი გამოცდილება აქვთ.  

სამინისტრო მზად არის მოისმინოს იმ ორგანიზაციების მოსაზრებები და კომენტარები, რომლებიც ხელს შეუწყობენ სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესის გამჭვირვალობასა და ღიაობას“,-ნათქვამია უწყების განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გუდაური-კობის მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა
არააკრედიტირებული უნივერსიტეტების 2010 წლამდე გაცემული დიპლომი აღიარებული იქნება - მიქანაძე
EUA საქართველოს განათლების რეფორმაზე: ამან შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს უნივერსიტეტების ეფექტურობაზე
ზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics