14:13 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-13 18:18:59, 715 ნახვა

სხვადასხვა
თბილისი მეორე საერთაშორისო HR კონფერენციას მასპინძლობს

თბილისი 14 მაისს, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე HR პროფესიონალთა გილდიის მიერ ორგანიზებულ მეორე საერთაშორისო HR კონფერენციას -  „თანამედროვე ტენდენციები და გამოწვევები ადამიანური რესურსების მართვაში“ მასპინძლობს და ორგანიზაციებში ადამიანური რესურსების მართვის სფეროში ახალი, თანამედროვე სტანდარტების შემოღებას, მათი დანერგვის გზებისა და შესაძლებლობების გამოვლენას ისახავს მიზნად. კონფერენცია სასტუმრო "ბეტსიში" (ი, მაყაშვილისი ქ. 32/34) გაიმართება და მასში სახელმწიფო დაწესებულებების, არასამთავრობო და კერძო კომპანიების ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. 

მეორე საერთაშორისო HR კონფერენციის სპონსორები არიან:  „Efes საქართველო - ლუდსახარში ნატახტარი“ - პლატინის სპონსორი;  „HR PARTNERS” - ოქროს სპონსორი
მეორე საერთაშორისო HR კონფერენციის  მხარდამჭერები არიან:  „ვისოლ ჯგუფი“; „ჯეოსელი“

„ყველაზე ფასეული სიმდიდრე, რაც გააჩნია ორგანიზაციას, ეს არის ადმიანური რესურსები, ხოლო მისი ოსტატური მართვა ორგანიზაციის დასახული მიზნების მიღწევის და წარმატების საწინდარია. მართვის ხელოვნების ფლობა თავისთავში მოიცავს იმ ცვლილებების გათვალისწინებას, რომელიც თანამდეროვე ტენდენციებმა მოიტანეს. გამოწვევების დაძლევა აუცილებლად მოითხოვს ინოვაციური, ტექნიკური თუ ტექნოლოგიური, დემოგრაფიული თუ გლობალიზაციით გამოწვეული ცვლილებების გათვალისწინებას, ვინაიდან იგი უშუალო გავლენას ახდენს სამუშაოს შინაარსისა თუ პროცესების სისტემატიზაციაზე. მეორე საერთაშორისო HR კონფერენცია, ეძღვნება თანამედროვე ტენდენციებისა და გამოწვევების დაძლევის საკითხებს, რომელიც მოითხოვს ახლებურ მიდგომას ადამიანური რესურსების მართვისადმი“, აცხადებს HR პროფესიონალთა გილდიის დამფუძნებელი ლილი ბიბილაშვილი. 

მეორე საერთაშორისო HR კონფერენციაზე „თანამედროვე ტენდენციები და გამოწვევები ადამიანური რესურსების მართვის სფეროში“ აქცენტები გაკეთდება იმ პროცესებზე, რომლებიც განსაზღვრავს ცვლილებებს ორგანიზაციის მიდგომაში და ახლებურ ხედვაში ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებით. ღონისძიების მონაწილეებს საშუალება მიეცემა მიიღონ, როგორც ადგილობრივი ასევე, სხვა ქვეყნების გამოცდილება, რომელიც დაგროვილია ადამიანური რესურსების თანამედროვე მართვის სფეროში; შეძლებენ გაეცნონ იმ ეფექტურ მოდელებს, რომელიც დაგროვილი და აპრობირებულია, როგორც ჩვენი ქვეყნის, ასევე მის ფარგლებს გარეთ არსებულ ორგანიზაციებში. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის საელჩო: ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულებს
ბექა დავითულიანი ქალ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა
ირანის სახელმწიფო მედია: ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics