2015-02-23 09:35:38, 375 ნახვა
პოლიტიკა
სერგო რატიანი და ზურაბ ჯაფარიძე მთავრობის სხდომაზე დასასწრებად ადმინისტრაციაში მივიდნენ
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები სერგო რატიანი და ზურაბ ჯაფარიძე მთავრობის ადმინისტრაციაში მივიდნენ და მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე დასწრება მოითხოვეს. თუმცა მათ ამის საშუალება პრემიერ-მინისტრის საპარლამენტო მდივანმა შალვა თადუმაძემ არ მისცა. თადუმაძის განცხადებით, კანონმდებლობით, სერგო რატიანსა და ზურაბ ჯაფარიძეს მთავრობის სხდომაზე დასწრების უფლება არ ჰქონდათ.დეპუტატების თქმით, მათ სურდათ მთავრობის წევრებისთვის ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის გზებთან დაკავშირებით შედგენილი 36-პუნქტიანი სამოქმედო გეგმა გადაეცათ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან