2015-02-21 18:15:12, 374 ნახვა
პოლიტიკა
დავით საგანელიძე: აჭარაში უმაღლესი საბჭოს ვადამდელი არჩევნების საკითხი არ დგას
უმრავლესობის ლიდერის დავით საგანელიძის განცხადებით, აჭარაში უმაღლესი საბჭოს ვადამდელი არჩევნების საკითხი არ დგას.
„სიმკაცრე იქნება პარტიაში, სიმკაცრე იქნება დისციპლინური.ვერ ვხედავ პრობლემას იმაში, რომ აჭარაში „ქართული ოცნება“ უმრავლესობაში არ არის. მუშაობა ჩვეულებრივად გრძელდება. ეს არ ნიშნავს, რომ უნდა ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები. ჩვენ ამ მიმართულებით არანაირად არ წავალთ. შევეცდებით, რომ დავარეგულიროთ სიტუაცია. შევხედავთ, რა იყო მიზეზი, რომ იქ ასეთი დაპირისპირება მოხდა უმრავლესობის წევრებს შორის“,-განაცხადა დავით საგანელიძემ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან