15:17 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-04 12:01:07, 1722 ნახვა

სპორტი
ხვიჩა კვარაცხელია - ვიმსახურებთ, ვიყოთ ევროპის ნაწილი და ამაში ხელი არაფერმა უნდა შეგვიშალოს

„მე ყოველთვის იქ ვდგავარ და მუდამ ვიდგები, სადაც ჩემი საქართველოა“, — წერს საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „ნაპოლის“ ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია Facebook-ზე.

"მე ყოველთვის იქ ვდგავარ და მუდამ ვიდგები სადაც ჩემი საქართველოა!

ძალიან განვიცდი იმას რაც დღეს ჩემს ქვეყანაში ხდება,მიჭირს ამ ყველაფრის ყურება . მინდა მკაფიოდ დავაფიქსირო ჩემი აზრი და ვთქვა რომ ჩვენ ვიმსახურებთ ვიყოთ ევროპის ნაწილი და ამაში ხელი არაფერმა უნდა შეგვიშალოს . მინდა ყველა ისეთი ერთიანი და ბედნიერი ვიყოთ როგორც 26 მარტს! არმინდა ჩემი სიტყვები ვინმემ სასიკეთოთ გამოიყენოს, მითუმეტეს იმ ხალხმა ვინც ჩემს ყოველ

ნაბიჭს აკრიტიკებდა და დამცინავად უყურებდა ! მე მიყვარს თითოეული ქართველი , მე მიყვარს ჩემი საქართველო და მთელი ჩემი საქმიანობა და მიღწევებიც ჩემს ქვეყნისთვისაა, მისი წარმატებისთვის და ევროპული მომავლისთვის და ჩემი სიცოცხლის ბოლომდე ასე იქნება მწყდება გული რო დღეს სიტყვებით უფრო ვაფასებთ ადამიანის

პატრიოტიზმს, ვიდრე საქციელით .

არა ყველაფერს,რაც გვაპირისპირებს! კი საქართველოს წინსვლას და გამარჯვებას ! მე ვარ საქართველო " წერს კვარაცხელია.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე იობი: ღმერთმა ინებოს, მომავალი პატრიარქის და მეფის ღვაწლით, გამოვიდეთ ამ ჭაობიდან
მერია: 12 აპრილს მეტრო 04:00 საათამდე იმუშავებს, 23:00 საათიდან მგზავრობა უფასო იქნება
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics