12:58 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-24 19:15:23, 1069 ნახვა

მსოფლიო
ერევანში საპროტესტო აქციები განახლდა

ერევანში საპროტესტო აქციები განახლდა. აქციის ექვსი ათასამდე მონაწილემ მეორედ სცადა პრეზიდენტის რეზიდენციის მიმართულებით მარშის მოწყობა.

პირველი მცდელობა პოლიციამ წყლის ჭავლით დაშალა და დააპატიმრა ორასამდე დემონსტრანტი. ბიბისის კორესპონდენტის ცნობით, ამჟამად ერევანის ცენტრალურ თავისუფლების მოედანზე პოლიციის დამატებითი ძალებია მობილიზებული.

აქციის მონაწილეები აპროტესტებენ პირველი აგვისტოდან ელექტროენერგიის გადასახადის 17-22%-ით გაზრდას.

სომხური ელექტროენერგიის ქსელი რუსული კომპანიის მფლობელობაშია, რომელიც აცხადებს, რომ გადასახადის გაზრდა ნაციონალური კურსის ვარდნასთანაა დაკავშირებული.

სომხეთისათვის ეკონომიკური პრობლემები მას შემდეგ დაიწყო, რაც მან თურქეთთან და აზერბაიჯანთან საზღვრები ჩაკეტა ნაგორნო-ყარაბაღის კონფლიქტის გამო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
უკრაინამ უნგრეთში მოგზაურობის შესახებ გაფრთხილება გააუქმა
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics