02:24 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-31 19:09:47, 460 ნახვა

სამართალი
თეა წულუკიანმა აღსრულების ეროვნული ბიუროს პოლიციელებს პროფესიული დღე მიულოცა

პოლიციის დღესთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრი აღსრულების ეროვნულ ბიუროს ეწვია. თეა წულუკიანმა აღსრულების ეროვნული ბიუროს პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებს პროფესიული დღესასწაული მიულოცა და მათ სპეციალური ჯილდო გადასცა. 

„პოლიციელებმა შეასრულეს დავალება, რაც მე მათ მივეცი სამი წლის წინ, დავალება იმის შესახებ, რომ მათი დახმარება აღსრულების პროცესში უნდა იყოს უკიდურესი გამოსავალი. როდესაც ისინი ბინაზე მიდიან, მათი მთავარი ამოცანა მოლაპარაკება, ახსნა-განმარტებაა. დასრულდა ის პრაქტიკა, რასაც ერქვა ძალისმიერი გამოსახლებები, ბინაზე მყოფი ბავშვების შოკში ჩაგდებები, რომელიც მრავლად გვახსოვს მანამდე. ჩვენი მიზანი არავის გამოსახლება არ არის. ჩვენ ვიცავთ როგორც დებიტორის, ისე კრედიტორის უფლებებს. დღეს აღსრულების პოლიციელი რეალურად პოლიციელი-მედიატორია", - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა. 

თეა წულუკიანმა სპეციალური სახელმწიფო წოდება დღეს აღსრულების 13 პოლიციელს მიანიჭა, ბიუროს 10 თანამშრომელს კი, სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშო შესრულებისათვის მადლობა გამოუცხადა, 8 პოლიციელს განსაკუთრებული სირთულის სამუშაოს შესრულებისა და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის საჩუქარი - მაჯის საათი გადაეცა; კიდევ 4 პოლიციელს სპეციალური სახელმწიფო წოდება ვადაზე ადრე მიენიჭა. დაჯილდოების ცერემონიას იუსტიციის მინისტრის გარდა მისი მოადგილეები მიხეილ სარჯველაძე და ალექსანდრე ტაბატაძე, ასევე, იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ-ების ხელმძღვანელები და აღსრულების ეროვნული ბიუროს სამსახურების უფროსები ესწრებოდნენ.
 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics