13:33 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-17 21:27:34, 1014 ნახვა

რეგიონი
გურჯაანში „საქართველოს ფოსტის“ სერვისცენტრი გაიხსნა

დღეს, გურჯაანის მუნიციპალიტეტში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების  სამინისტროს შპს „საქართველოს ფოსტამ“ თანამედროვე კონსტრუქციის ცალკე მდგომი ახალი სერვისცენტრი გახსნა, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა თბილისში არსებული საფოსტო მომსახურების ანალოგიური სერვისების მიღებას შეძლებს.
ფოსტის გენერალური დირექტორის, ლევან ჩიკვაიძის განცხადებით, სერვისცენტრი ადგილობრივ მოსახლეობას თანამედროვე სტანდარტების შესაბამის მომსახურებას სთავაზობს, სადაც ყველა იმ საფოსტო პროდუქტის მიღებაა შესაძლებელი, რითიც განვითარებული მსოფლიოს მოსახლეობა სარგებლობს.  
გახსნის ღონისძიებას „საქართველოს ფოსტის“ გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე, კახეთის რეგიონის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი და გურჯაანის გამგებელი გივი გერგიძე დაესწრნენ. 
მათ სერვისცენტრიდან პირველი წერილები გააგზავნეს.
დღეისთვის, ქვეყნის მასშტაბით საქართველოს ფოსტის 82 სერვისცენტრი ფუნქციონირებს, აქედან, 28 სრულად ავტომატიზირებულია და მომხმარებელს თანამედროვე, კომფორტულ მომსახურებას უწევს.


(NS) 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics