13:33 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-28 15:43:14, 516 ნახვა

საზოგადოება
დევნილთა სამინისტროში სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ცნობით, საბჭოს სხდომას მინისტრი სოზარ სუბარი, მინისტრის მოადგილეები, ევროკავშირის პროექტების მენეჯერი ნატალი ჰულუ, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენელი სიმონ ევოლკენი,  FAO-ს პროექტების მენეჯერი დრაგან ანგელოვსკი, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი თორნიკე ცაგარეიშვილი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი ნონა ქურდოვანიძე დაესწრნენ. 

სოზარ სუბარმა საბჭოს წევრებს სამინისტროს პრიორიტეტული მიმართულებების დეტალური ანგარიში წარუდგინა.

მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა  "იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემისა"   და „სოფლად სახლის“ პროგრამებზე. დაკანონების პროექტის ფარგლებში, 2015 წლის პირველ სექტემბრამდე საცხოვრებელი ფართის მესაკუთრე 10 000 დევნილი ოჯახი გახდება. 
სოზარ სუბარმა  ასევე ისაუბრა დევნილთა გრძელვადიანი განსახლების მიზნით, ობიექტების რეაბილიტაციასა და ახალ მშენებლობებზე.  გორში, 480 დევნილი ოჯახისათვის ახალი კორპუსები აშენდება, რაც პრაქტიკულად გადაწყვეტს გორში დევნილთა განსახლების მწვავე პრობლემას, მსგავსი ვითარებაა ხაშურსა და ახალციხეშიც.

ამასთან, საბჭოს წევრების დიდი ინტერესი გამოიწვია სამინისტროში მოქმედმა ახალმა პროექტმა, რომელიც დევნილი ოჯახებისათვის იპოთეკური სესხის დაფარვას ითვალისწინებს. 

სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს დროებითი საექსპერტო ჯგუფების შექმნის საკითხი.  შეიქმნა სამი საექსპერტო ჯგუფი: სტატუსიდან საჭიროებაზე მორგებულ დახმარებაზე გადასვლის, საცხოვრებელი ფართების განაწილების მექანიზმების დახვეწისა და პრივატიზაციის პროცესის მონიტორინგის.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics