04:28 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-24 17:59:50, 807 ნახვა

მსოფლიო
სერჟ სარგსიანი: ჩვენი პოლიტიკის მიზანი, კაცობრიობის წინააღმდეგ ახალი დანაშაულების აღსაკვეთად ქმედითი მექანიზმების შემუშავებაა

ერევანში 100 წლის წინ ოსმალეთის იმპერიაში დაღუპულ სომხებს პატივი მიაგეს. ღონისძიებას სომხეთის, საფრანგეთის, რუსეთის, კვიპროსოსისა  და სერბეთის პრეზიდენტები ესწრებოდნენ.
სომხეთის პრეზიდენტ სერჟ სარგსიანის განცხადებით, მათი პოლიტიკის მიზანი, კაცობრიობის წინააღმდეგ ახალი დანაშაულების აღსაკვეთად ქმედითი მექანიზმების შემუშავებაა.
"დღეს პატივს მივაგებთ სომეხთა გენოციდის მსხვერპლთ.100 წლის წინ 24 აპრილს ოსმალთა იმპერიის დედაქალაქსა და რამდენიმე ქალაქში სომხური ინტელიგენციის წარმომადგენელთა მასობრივი დაპატიმრებები დაიწყო, რასაც წინ უძღოდა სომეხი ჯარისკაცების განიარაღება და განადგურება. ეს იყო მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და მასშტაბური დანაშაული.თითქმის მილიონ ხუთასი ათასი ადამიანი მოკლეს მხოლოდ იმის გამო, რომ სომეხი იყო. გუშინ ისინი წმინდანებად შევრაცხეთ. ჩვენი პოლიტიკის მიზანია, ხსოვნასა და პასუხისმგებლობაზე დაყრდნობით, ქმედითი მექანიზმების შემუშავება კაცობრიობის წინააღმდეგ ახალი დანაშაულების აღსაკვეთად",-განაცხადა სომხეთის პრეზიდენტმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics