20:41 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-25 18:01:06, 701 ნახვა

რეგიონი
ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის წარჩინებული სტუდენტები დააჯილდოვეს

მეზღვაურთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის წარჩინებული სტუდენტები დააჯილდოვეს.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ღონისძიება საზეიმოდ  ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის რექტორმა ირაკლი შარაბიძემ გახსნა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აკადემიის კურსდამთავრებულებს და მოქმედ მეზღვაურებს პროფესიული დღე მიულოცა.

,,დღეს ჩვენ ყველანი შევიკრიბეთ მეზღვაურთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, რომელსაც 2011 წლიდან მთელ მსოფლიოსთან ერთად საქართველოც აღნიშნავს. სიმბოლურია, რომ სწორედ ამ დღეს, ჩვენთან ერთად, ბათუმის საზღვაო აკადემიის 350-მდე კურსდამთავრებული ზეიმობს. გილოცავთ თითოეულ კურსდამთავრებულს, მოქმედ თუ მომავალ მეზღვაურს და ამ სფეროში დასაქმებულ თითოეულ ადამიანს. გისურვებთ პროფესიულ წარმატებას ამ რთულ და საპასუხისმგებლო საქმეში"-აღნიშნა მილოცვისას ზურაბ პატარაძემ.

საზღვაო აკადემიის მეოთხეკურსელთა საზეიმო დაჯილდოების შემდეგ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ და აჭარის რესპუბლიკის მთავრობის თავჯდომარემ ზურაბ პატარაძემ საზეინკლო, სახარატო, ელექტროშედუღების და ელექტროსამონტაჟო ლაბორატორიები ოფიციალურად გახსნეს.

თანამედროვე აღჭურვილობა მთლიანად  ყველა იმ მოწყობილობას მოიცავს,  რომელიც საჭიროა გემის ინჟინერ-მექანიკოსის კვალიფიკაციის მისაღებად.

აღნიშნული ლაბორატორიები საზღვაო აკადემიას დაეხმარება პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამყარებასა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ცოდნის მიღებაში.

ლაბორატორიების შესაძენად ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას აჭარის მთავრობის ბიუჯეტიდან 870 000 ლარი გამოეყო.

წელს საზღვაო აკადემია 360-მა სტუდენტმა დაამთავრა.

მეზღვაურებს პროფესიული დღე მიულოცეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ, აჭარის  რესპუბლიკის მთავრობის თავჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა მამუკა ახალაძემ და სხვა მოწვეულმა სტუმრებმა.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლაშა შავდათუაშვილი და ეთერი ლიპარტელიანი ძიუდოში ევროპის ჩემპიონები გახდნენ
ენმ-ის თავმჯდომარე: ივანიშვილი ზახაროვას დავალებას ბრწყინვალედ ასრულებს
ფრანგმა კანონმდებლებმა კოლონიური ეპოქის დროს ჩამორთმეული ძვირფასი ნივთების დაბრუნების შესახებ კანონი დაამტკიცეს
საქართველოში სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა თითქმის 6%-ით შემცირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics