23:54 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-19 14:41:23, 592 ნახვა

რეგიონი
ბათუმმა „Street Art Festival“-ს უმასპინძლა

ბათუმმა კიდევ ერთ „Street Art Festival”-ს უმასპინძლა.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, ფესტვალის ფარგლებში ქალაქს ახალი ნამუშევრები შეემატა, რომლებმაც რამდენიმე დღეში ქალაქის მცხოვრებლებსა და ტურისტებს შორის პოპულარობა მოიპოვა.

მათივე ინფორმაცით,  30-მდე ფრანგმა, ირანელმა და ადგილობრივმა მხატვარმა თავიანთი შემოქმედება ანბანის კოშკის, ბაქოს ქუჩისა და ძველი ბათუმის ტერიტორიაზე კედლებზე გადაიტანეს.

 საერთო ჯამში, ქალაქის ტერიტორიაზე 600 მ2 ტერიტორია მოიხატა.

„Street Art Festival” ბათუმში წლებია განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისიტროს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

ამ დროის განმავლობაში მის ფარგლებში ქალაქს არაერთი თვალსაჩინო ნამუშევარი შეემატა.  მათ შორის სთრით არტ კომპოზიციები, რომელიც 2014 წელს პარიზში მოქმედი გალერეის - “L’attrape Reve“ - 18-მა ფრანგმა და 6 ქართველმა ხელოვანმა, ხოლო 2015 წელს ავსტრიელმა და ქართველმა მხატვრებმა განახორციელეს.

 2016 წელს, სტრიტ არტ არეალის გაფართოების მიზნით მოცულობითი ნამუშევრები შეიქმნა აჭარის რეგიონის მუნიციპალიტეტებშიც.

ფესტივალის ფორმატიდან გამომდინარე მასში მონაწილეობას ყოველწლიურად რამდენიმე უცხოელი არტისტი ღებულობს.

(NS)

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics