13:32 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-03 15:27:18, 2138 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
პრეზიდენტი „რუსთავი2“-ზე: პროცესი პოლიტიკოსების ჩარევის შედეგად, თავიდანვე პოლიტიზირებული გახდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი „რუსთავი2“-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს სპეციალურ ბრიფინგზე გამოეხმაურა.

მარგველაშვილის განცხადებით,  „რუსთავი2“, ისევე როგორც ნებისმიერი  მედია, არა უბრალოდ ბიზნესი, არამედ  კრიტიკული და განსხვავებული აზრის გამოხატვის შესაძლებლობაა, რაც დემოკრატიული საზოგადოებისა და საქართველოს ევროპული მომავლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია:

„პროცესი თავიდანვე პოლიტიკოსების ჩარევის შედეგად პოლიტიზირებული გახდა. 2015 წელს მაშინდელი პრემიერის მიერ მთავრობის სხდომაზე გაკეთებული განცხადებებიდან ჩვენ ფაქტობრივად დავდექით სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხის წინაშე. მაშინ მე დამჭირდა ძალიან მკაფიო განცხადებების გაკეთება, რათა პროცესი ქუჩიდან და სამოქალაქო დაპირისპირებიდან გადმომეყვანა მოლაპარაკებების რეჟიმში. მას შემდეგ, პოლიტიკოსების ძალიან აქტიური ჩართულობა ამ საკითხთან დაკავშირებით მუდმივად პროცესის პოლიტიზირებას ახორციელებდა. არ ვეხები რა კერძო მესაკუთრეების ირგვლივ დავას, მინდა, ნათლად ვუთხრა საზოგადოებას, რომ „რუსთავი2“ არ არის უბრალოდ ბიზნესი, ისევე როგორც ნებისმიერი მედია არ არის უბრალოდ ბიზნესი და ის წარმოადგენს ჩვენი  საზოგადოებრივი, პოლიტიკური ცხოვრების მნიშვნელოვან შემადგენელ  ნაწილს. ის არის კრიტიკული და განსხვავებული აზრის გამოხატვის შესაძლებლობა. კრიტიკული და განსხვავებული აზრის დაფიქსირება კი დემოკრატიული საზოგადოებისა  და საქართველოს ევროპული მომავლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“,-განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics