2017-03-03 15:06:05, 2179 ნახვა
კომენტარი
მარგველაშვილი: ბოლო 2 წლის განმავლობაში, საერთაშორისო პარტნიორებთან ყველა ჩემს შეხვედრაზე, „რუსთავი2“-ის თემა იყო წამოწეული
საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ბოლო 2 წლის განმავლობაში ყველა მის შეხვედრაზე, რომელსაც მართავდა საერთაშორისო პარტნიორებთან, „რუსთავი2“-ის თემა იყო წამოწეული:
„და მქონდა აუცილებლობა ამ თემებთან დაკავშირებით როგორც ჩემი პოზიცია გამეხმოვანებინა, ასევე მიმეცა კომენტარები. საერთაშორისო თანამეგობრობაც რეალურად „რუსთავი2“-ის პროცესს არა უბრალოდ სამართლებრივ დავად, არამედ პოლიტიკურ პროცესად ხედავს, რომელიც გავლენას ახდენს საქართველოში მედიის თავისუფლების გარემოსა და პლურალისტურ გარემოზე“,-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან