|
2017-03-03 14:42:33, 2161 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ვოლსკი: ზოგიერთი NGO და პარლამენტს გარეთ დარჩენილი პარტიები ცდილობენ, ქვეყნის მიღწევები ჩრდილში მოაქციონ
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გია ვოლსკის განცხადებით, „რუსთავი2“-ზე, როგორც თავისუფალ მედიაზე, დღეს ნაკლებად საუბრობენ და მას ახასიათებენ, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ განშტოებას. როგორც ვოლსკიმ „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, მედია თავისუფალი, ძალიან კრიტიკული, პრინციპული უნდა იყოს, მაგრამ არ უნდა იყოს რომელიმე პოლიტიკური პარტიის გავლენის ქვეშ: „თავისუფალ მედიაზე უკვე ნაკლებად საუბრობენ, ლაპარაკობენ ოპოზიციურ მედიაზე და „რუსთავი2“-ს ახასიათებენ არა ყარამანიშვილის საკუთრებას, არამედ როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ განშტოებას, ანუ ოპოზიციურ მედიას, რაც ჩემთვის ყურადსაღებია. მედია უნდა იყოს თავისუფალი, ძალიან კრიტიკული, პრინციპული, მაგრამ არ უნდა იყოს გავლენის ქვეშ არც ერთი პოლიტიკური პარტიის, ამ თემაზეც ნაკლები ყურადღება კეთდება. ჩვენს ქვეყანას განვითარება სჭირდება, ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პრინციპები ძალიან კარგად დაინახეს და შეაფასეს იმ საერთაშორისო ორგანიზაციებში, რომელთა გადაწყვეტილებები ჩვენ გვაახლოებს ევროსტრუქტურებს, ევროკავშირის პოლიტიკურ ოჯახს, გვაძლევს საშუალებას, ფართო სავაჭრო ურთიერთობების ევროპულ ქვეყნებთან და აძლევს ჩვენს მოქალაქეებს თავისუფალი მოგზაურობის საშუალებას ევროპულ ქვეყნებში და უფრო მეტიც, გვიკეთებს ისეთ რეკლამას, რომელიც განაპირობებს ბიზნესის, ინვესტიციების მოზიდვას საქართველოში. ეს პროცესები მიმდინარეობს და მიმდინარეობს კიდევ პარალელური პროცესები პარლამენტს გარეთ დარჩენილი პარტიების და ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის, რომლებიც ცდილობენ, რომ ეს მიღწევები ყველაფერი მოაქციონ ჩრდილში და ისაუბრონ რაღაც გარკვეული პოლიტიკური პლატფორმიდან“,-განაცხადა გია ვოლსკიმ. ამასთან, დეპუტატი „რუსთავი2“-თან მხარდამჭერების მობილიზებას პოლიტიკური პროცესის ნაწილად განიხილავს: „მე მაინც მგონია, ეს პროცესი სერიოზულ პოლიტიკურ ნიშაში უნდა განვიხილოთ, ეს არის პოლიტიკური აქციები, კონკრეტული პოლიტიკური პარტიის და მისი მხარდამჭერი სატელიტური პარტიების აქცია. ვერანაირად ვერ ვიტყოდი, რომ საქართველოში თავისუფალი მედია არ არსებობს, თუ არა „რუსთავი2“, ეს არის ტყუილი. ამას რეალურად საზოგადოებაც ხედავს და ხედავს საერთაშორისო საზოგადოებაც. ეს არის პოლიტიკური პარტიის მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია, თუმცა დემოკრატიული ქვეყანაა, ყველას აქვს უფლება, გამოხატოს თავისი აზრი, მაგრამ, რასაკვირველია, სახელმწიფოს უსაფრთხოება აუცილებლად მოითხოვს იმას, რომ ყველა კანონი იქნას დაცული, რაც არ უნდა საპროტესტო მუხტი არსებობდეს“, - აღნიშნა გია ვოლსკიმ „ექსპრესნიუსთან“ საუბარში.
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)