2017-02-27 14:40:48, 2318 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
დიმიტრის ავრამოპულოსი: გილოცავთ და კეთილი იყოს თქვენი მობრძანება
„საქართველო დღეს უკვე მნიშვნელოვან გზავნილს უგზავნის ევროპას“,-ამის შესახებ ევროკომისარმა დიმიტრის ავრამოპულოსმა პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„საკმაოდ რთული პერიოდი გავიარეთ. გამოწვევეი შეგვახსენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანი გახლავთ ევროპული პროექტები. იყო ევროკავშირის წევრი - ეს ნიშნავს რომ იყო ნაწილი მშვიდობის, ტოლერანტობის, სტაბილურობის, პროგრესის, და კეთილდღეობის. საქართველო უკვე დღეს მნიშვნელოვან გზავნილს უგზავნის ევროპას. გილოცავთ და კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. საქართველო დღეს უკვე მნიშნელოვან გზავნილს უგზავნის ევროპას ევროპული მომავლისთვის. გილოცავთ და კეთილი იყოს თქვენი მობრძანება“,-დასძინა ავრამოპულოსმა.
ცნობისთვის, ევროკავშირის საბჭომ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შესახებ ახალი რეგულაცია მიიღო.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან