16:29 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-09 14:04:26, 2103 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ზალკალიანი: აშშ-ში ვიზიტი მნიშვნელოვანია, ეს არის პირველი კონტაქტი ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით ზალკალიანის განცხადებით, მიხეილ ჯანელიძის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტი მნიშვნელოვანია, რადგან ეს აშშ-ს ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან პირველი კომუნიკაციაა.

მისივე განმარტებით, შეხვედრებზე ქართული მხარე ამერიკის ახალ ადმინისტრაციას ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ყველა მიმართულებაზე საკუთარ ხედვას წარუდგენს:

„ეს იქნება მიხეილ ჯანელიძის პირველი ვიზიტი, რომლის დროსაც შედგება პირველი კონტაქტი ახალი ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან. მინისტრს დაგეგმილი აქვს შეხვედრა მის კოლეგა მაქს სტილერსონთან. ასევე დაგეგმილია ტრამპის მრჩეველთან უსაფრთხოების საკითხებში შეხვედრა. გარდა ამისა, შეხვედრები გაიმართება კონგრესსა და სენატში. ეს შეხვედრები გამოყენებული იქნება იმისთვის, რომ საქართველომ ამერიკის ახალ ადმინისტრაციას წარუდგინოს ჩვენი ხედვა ამერიკა საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ყველა მიმართულებაზე. ასევე დაიგეგმოს უახლოეს პერსპექტივაში ორმხრივი ურთიერთობის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით გათვალისწინებულ ყველა მიმართულებაზე კონკრეტული საქმიანობა. ეს ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ გავივლით ყველა საკითხს. გვაქვს აშშ-სთან თანამშრომლობის ქარტია. წელსაც დაგეგმილია ამ მიმართულებით ყველა სამუშაო ჯგუფის შეხვედრა“,- აღნიშნა ზალკალიანმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სანიკიძე: ცოტნე მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო
19-21 აპრილს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
ქართული ოცნება BBC-ის მესამე საჩივრით მიმართავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics