18:20 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-26 14:35:06, 1764 ნახვა

კომენტარი
ანა დოლიძე: იმედი გვაქვს, რომ გია ცერცვაძის, როგორც საქართველოს მოქალაქის უფლებები დაცული იქნება

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა დოლიძის განცხადებით, გიორგი ცერცვაძის საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და ეროვნული უშიშროების საბჭოს სხვადასხვა დონის მოხელეებს შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან პირდაპირი კავშირი ჰქონდათ.

როგორც დოლიძემ აღნიშნა, პრეზიდენტი ამ საქმის განვითარების ეტაპების შესახებ ინფორმირებულია.

მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ ცერცვაძის, როგორც საქართველოს მოქალაქის უფლებები კონსტიტუციის და კანონმდებლობის შესაბამისად იქნება დაცული.

„შესაძლოა, ის ყოველდღიური მუშაობა, რასაც უშიშროების საბჭო და პრეზიდენტის ადმინისტრაცია ეწევა არ იყოს ის მუშაობა, რომელზეც ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ ღიად. საქართველოს პრეზიდენტი, როგორც ქვეყნის მთავარსარდალი პირველივე დღიდან საქმის კურსშია ამ თემასთან დაკავშირებით. როგორც კი ჩაითვლება საჭიროდ, რომ უმაღლესმა მთავარსარდალმა გააკეთოს განცხადება და დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია, გარწმუნებთ, რომ ეს პოზიცია დროულად იქნება გამოხატული", - განაცხადა ანა დოლიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლაშა შავდათუაშვილი და ეთერი ლიპარტელიანი ძიუდოში ევროპის ჩემპიონები გახდნენ
ენმ-ის თავმჯდომარე: ივანიშვილი ზახაროვას დავალებას ბრწყინვალედ ასრულებს
ფრანგმა კანონმდებლებმა კოლონიური ეპოქის დროს ჩამორთმეული ძვირფასი ნივთების დაბრუნების შესახებ კანონი დაამტკიცეს
საქართველოში სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა თითქმის 6%-ით შემცირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics