14:59 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-25 12:09:37, 708 ნახვა

რეგიონი
მოხეში მცხოვრები მუსლიმები პარასკევის ტრადიციულ ლოცვას კვლავ ღია ცის ქვეშ წაიკითხავენ

სოფელი მოხის ადგილობრივი მუსლიმი თემი, ისტორიული ნაგებობის შენობასთან, დღეს, 13 საათზე, პარასკევის ტრადიციულ (ჯუმას) ლოცვას კვლავ ღია ცის ქვეშ წაიკითხავს.

ამავდროულად, ისინი  რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ შექმნილი კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებით, კრიტიკული განცხადების გაკეთებასაც გეგმავენ.

მოხის კომისიის ბოლო განცხადებების გათვალისწინებით, მუსლიმები გამოთქვამენ წუხილს, რომ სახელმწიფო არ უზრუნველყოფს სადავოდ გამხდარი შენობის ისტორიული და კონფესიური მესაკუთრის საკითხის დადგენას და საერთოდ უარს იტყვის შენობის ისტორიული მესაკუთრისთვის დაბრუნებაზე. აღნიშნულს  სახელმწიფოს დისკრიმინაციული რესტიტუციის პოლიტიკის შედეგს უწოდებენ. მუსლიმების თქმით, მათი მოთხოვნა არსებითად არა ლოცვისთვის სივრცის მიცემა, არამედ ისტორიული შენობის ნამდვილი მესაკუთრისთვის დაბრუნების პროცესის სამართლიანი დაგეგმვა და განხორციელებაა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics