10:27 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-19 21:30:07, 629 ნახვა

პოლიტიკა
შსს "ნაციონალური მოძრაობის" აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

21 მარტს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით, შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში სამუშაო თათბირი გაიმართა. როგორც "ექსპრესნიუსს" შსს-დან აცნობეს, თათბირს ესწრებოდნენ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლები.

საპატრულო პოლიციის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსს შალვა ბარელაძეს და თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსს შალვა ბედოიძეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა აქციის ჩატარების გეგმა გააცნეს. შეხვედრაზე განიხილეს აქციის უსაფრთხოდ ჩატარების უზრუნველყოფის საკითხები, ასევე აქციის ჩატარების ადგილსა და მის მიმდებარე ქუჩებზე ავტოსატრანსპორტო მოძრაობის მარშრუტები.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბულგარეთის ყოფილი პრეზიდენტი რუმენ რადევი საპარლამენტო არჩევნებში ლიდერობს
ჰორმუზის სრუტეში აშშ-მ ირანის კუთვნილი ტანკერი დააკავა, ირანმა სამხედრო გემებზე დრონებით თავდასხმა განახორციელა
უკრაინამ ერთ კვირაში მეორედ დაარტყა რუსეთის ერთადერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შავ ზღვაზე, ერთი ადამიანი დაიღუპა.
ღმერთია და ექიმი არ სჭირდებაო - ნარიმან მაქარაშვილთან, მისი თაყვანისმცემლები ექიმს არ უშვებდნენ -ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics