2016-11-02 11:30:55, 2215 ნახვა
მსოფლიო
ვიეტნამის ერთ-ერთ კარაოკე ბარში, ხანძრის შედეგად 13 ადამიანი გარდაიცვალა
ვიეტნამის ერთ-ერთ კარაოკე ბარში მომხდარი ხანძრის შედეგად 13 ადამიანი გარდაიცვალა, - ამის შესახებ BBC იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, სამაშველო სამსახური ხანძრის ჩაქრობას 5 საათის განმავლობაში ცდილობდა. სამაშველო ოპერაციის დროს 2 სამართალდამცველი დაშავდა.
თვითმხილველების თქმით, ხანძარი ოკლე ჩართვამ გამოიწვია, როდესაც ცეცხლი სარეკლამო აბრას გაუჩნდა. ბარის თანამშრომლები ცეცხლის ჩაქრობას ცდილობდნენ, თუმცა ვერ მოახერხეს.
მედიის ცნობით, ცეცხლი ასევე ახლოს მდებარე 3 სახლს, ავტომანქანასა და მოტოციკლს გაუჩნდა.
ვიეტნამის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, გამოძიება აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს და დამნაშავე დაისჯება. მისივე გადაწყვეტილებით, ყველა რესტორანსა და ბარში სპეციალური ინსპექცია ჩატარდება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან